17:40 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-29 09:25:25, 2862 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - 3 დეკემბერს, 15:00 საათზე „ოცნების“ ოფისთან სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას მოვითხოვთ

3 დეკემბერს, 15:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით,  "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დააანონსა. 

ხაბეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იწყებს საარჩევნო კამპანიას რეგიონებში, რათა მოაბილიზოს "გენერალური ბრძოლა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ".

"არც ერთი დღე აღარ გვაქვს გადასადები იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის და პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. სწორედ ამიტომ, მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერებთან ერთად ვაპირებ შაბათს, 3 დეკემბერს, 15:00 საათზე "ქართული ოცნების" ოფისთან, იქ სადაც მიიღება რეალური გადაწყვეტილება, მოვთხოვოთ მთავარი რამ - პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა, ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა. გავდივარ ასევე რეგიონებში,არა მხოლოდ შაბათის დღისთვის, არამედ  გენერალური ბრძოლის მობილიზებისთვის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ სხდომა ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო. 

სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა. ნინო ნადირაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე გამართლებული არ იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე ექსპრეზიდენტის სასამართლო სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
კობახიძე - ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია
კობახიძე გამოუვალ მდგომარეობაზე - ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით
კობახიძე - ძალადობრივი აქციები, რაც ვიხილეთ 2024 წელს, მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში, იყო ინსტრუმენტი იმისა, რომ დაებრუნებინათ ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკური ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics