19:41 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 23:33:20, 1485 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინაში 1 886 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია

დღეისათვის უკრაინაში 1 886 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, 1 620 დასახლებაში, კი ჰუმანიტარულმა შტაბმა უკვე დაიწყო მუშაობა.

"დღეის მდგომარეობით უკვე დეოკუპირებულია 1886 დასახლებული პუნქტი. ჰუმანიტარული შტაბის მუშაობა დაიწყო 1620 დეოკუპირებული დასახლების ტერიტორიაზე“. - ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics