21:58 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 20:55:01, 1191 ნახვა

ომი უკრაინაში
ომის დაწყების შემდეგ, რუსებმა მელიტოპოლიდან 700-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს

ომის დაწყების შემდეგ, რუსებმა მელიტოპოლიდან 700-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს. - ამის შესახებ ინფორმაციას დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი ავრცელებს.

მისივე თქმით, დღეს ქალაქის 100-ზე მეტი მცხოვრები რუსი დამპყრობლების ტყვეობაშია. 

"ომის დაწყების შემდეგ
ოკუპანტებმა მელიტოპოლიდან 700-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს, დღეს ქალაქის 100-ზე მეტი მცხოვრები რუსი დამპყრობლების ტყვეობაშია, ახლად მობილიზებულები რუსების არმიას მელიტოპოლში გადაჰყავს, რათა მათ მშვიდობიანი მოსახლეობის ცემა ასწავლონ. ასევე გახშირებულია ადგილობრივი მოსახლეობის წამება". - ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics