20:33 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 18:27:06, 1817 ნახვა

ომი უკრაინაში
თურქეთმა უკრაინას სამხედრო შეიარაღება გადასცა

თურქეთმა უკრაინას სამხედრო შეიარაღება გადასცა. - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე თქმით,შეიარაღებაში შედის მაღალი სიზუსტის MLRS TRLG-230 სისტემები.

"თურქეთმა უკრაინას სამხედრო შეიარაღება გადასცა, აღნიშნული შეიარაღება მოიცავს მაღალი სიზუსტის MLRS TRLG-230 სისტემებსა და საჰაერო თავდაცვითი რაკეტების ინფრაწითელი მაძიებლით Bayraktar TB2-ისთვის". - ნათქცამია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics