20:32 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-20 17:32:00, 1817 ნახვა

ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისევ დაიბომბა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისევ დაბომბეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია სახელმწიფო კომპანია Energoatom-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

Energoatom-ის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ელექსტროსადგურზე რუსებმა 12 დარტყმა განახორციელეს.

„დაზიანდა სპეციალურ შენობებთან საკომუნიკაციო ესტაკადები, წყლის შესანახი ავზები, ორთქლის გენერატორის გამწმენდი სისტემა და სადგურის სხვა ინფრასტრუქტურული აღჭურვილობა. ინფორმაცია დაზიანებისა და ნგრევის შესახებ ამ დრომდე ზუსტდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგური რამდენჯერმე დაიბომბა. 6 ნოემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ატომური ელექტროსადგური უკრაინის ელექტროსისტემას ისევ დაუკავშირდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics