22:44 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 18:05:13, 1300 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - უკრაინის გადასაწყვეტია, რა პირობებია მისაღები მოლაპარაკებებისთვის ომის დასასრულებლად

უკრაინის გადასაწყვეტია, რა პირობებია მისაღები მოლაპარაკებებისთვის ომის დასასრულებლად. - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის გასვლა ხერსონიდან  უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმოუდგენელი გამბედაობის მაჩვენებელია. 

"უკრაინის გადასაწყვეტია, რა პირობებია მისაღები მოლაპარაკებებისთვის ომის დასასრულებლად, ეს ასევე აჩვენებს უკრაინისადმი ჩვენი მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობას.
ჩვენ არ უნდა დავუშვათ შეცდომა და არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ რუსეთი. რუსეთის შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, ასევე დიდი რაოდენობით ჯარისკაცებს და რუსეთმა გამოავლინა მზადყოფნა მნიშვნელოვანი დანაკარგები აიტანოს. მათ ასევე გამოიჩინეს უკიდურესი სისასტიკე. მომავალი თვეები რთული იქნება. პუტინის მიზანია დატოვოს უკრაინა ცივი და ბნელი ამ ზამთარში, ამიტომ უნდა შევინარჩუნოთ კურსი". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ, კადრები შუმენსკის რაიონიდან გავრცელდა, ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუს სამხედროებს მიმართავს და ხერსონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერს, რომ ხერსონი უკრაინის კონტროლს უბრუნდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics