|
2022-11-11 09:31:33, 1489 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - უკრაინის დიდი გამარჯვება, რომელიც ხერსონის რეგიონში მიმდინარეობს, ბოლო არ იქნება
ფრონტზე ინიციატივა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელშია. უკრაინელი მებრძოლები ხერსონის რაიონში დიდი გამარჯვების უზრუნველყოფის პროცესში არიან,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. ანალიტიკოსების აზრით , ეს არ იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლო გამარჯვება რუს ოკუპანტებზე. "უკრაინას აქვს ინიციატივა და ხერსონში დიდი გამარჯვების უზრუნველყოფის პროცესი მიმდინარეობს. ცეცხლის შეწყვეტა მისცემს კრემლს იმ პაუზას, რომელიც მას უიმედოდ სჭირდება რუსული ძალების აღსადგენად. უკრაინის დიდი გამარჯვება, რომელიც გრძელდება ხერსონის რეგიონში, ბოლო არ იქნება“,- აღნიშნავენ ექსპრტები. გარდა ამისა, ISW-ის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებას მიაღწიეს ხერსონის ჩრდილო-დასავლეთით, დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზოგიერთ რაიონში კი 7 კმ-მდე დაწინაურდნენ. ამავდროულად, რუსი ოკუპანტები ორგანიზებულად უკან იხევენ და უკრაინელი სამხედროები წარმატებას აღწევენ რუსული ძალების დამარცხების გარეშე, როგორც ხარკოვის კონტრშეტევის დროს. მათივე ცნობით, რუსული ჯარების უკან დახევა საშუალებას მისცემს ხერსონის რეგიონის განთავისუფლებას მდინარე დნეპერამდე უახლოეს დღეებში ან კვირებში. ”რუსული ჯარების გაყვანას გარკვეული დრო დასჭირდება და ბრძოლა გაგრძელდება ხერსონის რეგიონში, რადგან უკრაინული ჯარები წინ მიიწევენ და წინასწარ მომზადებულ რუსულ თავდაცვით ხაზებს უპირისპირდებიან, განსაკუთრებით ქალაქ ხერსონის გარშემო“,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის სამხედრო სარდლობამ გამოაცხადა, რომ ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ჯარები გაიყვანა. იმავდროულად, უკრაინაში რუსეთის განცხადებებს სკეპტიკურად უყურებენ და მოუწოდებენ არ დაუჯერონ მტერს. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსები ხერსონს უბრძოლველად დატოვებდნენ. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ 9 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში 12 დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)