|
2022-11-09 22:29:04, 2238 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - იმედის მომცემია, რომ უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაეთავისუფლებინა ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი
იმედის მომცემია, რომ უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაეთავისუფლებინა ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი. - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიღწევები ეკუთვნის მამაც, გაბედულ უკრაინელ ჯარისკაცებს. „ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, მაგრამ, რა თქმა უნდა, დაველოდებით და ვნახავთ, რა მოხდება რეალურად ადგილზე. რაც ვიცით, არის ის, რომ რუსეთი ჯერ კიევის გარშემო ჩრდილოეთიდან განდევნეს, შემდეგ ხარკოვის გარშემო აღმოსავლეთიდან და ახლა ვხედავთ, როგორ ახერხებენ უკრაინელები, ნელ-ნელა უკან დაახევინონ სამხრეთში, ხერსონის გარშემო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებები, მიღწევები ეკუთვნის მამაც, გაბედულ უკრაინელ ჯარისკაცებს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ისინი იღებენ გაერთიანებული სამეფოსგან, ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)