|
2022-11-09 22:13:03, 2280 ნახვა
ომი უკრაინაში
ზახაროვა - რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის არსებული გარემოებების გათვალისწინებით
რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის არსებული გარემოებების გათვალისწინებით. - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთს მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს. "რუსეთის მზაობა მოლაპარაკებებისადმი კვლავ არსებობს, ხაზგასმით ვამბობ, რომ უცვლელია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენმა "პარტნიორებმა" მორიგ ჯერზე გაიაზრონ, ჩვენ კვლავ ღია ვართ მოლაპარაკებისთვის, მასზე უარი არასდროს გვითქვამს. მზად ვართ მოლაპარაკებების გასამართად, ცხადია, არსებული რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ახლა ვითარდება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)