|
2022-11-08 23:21:13, 2184 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - დედამიწაზე მშვიდობის გარეშე არ შეიძლება იყოს ეფექტური კლიმატის პოლიტიკა
დედამიწაზე მშვიდობის გარეშე არ შეიძლება იყოს ეფექტური კლიმატის პოლიტიკა. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ახლა მთავარი საფრთხე რუსული აგრესიაა. "ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი, ვინც თავისი გიჟური და უკანონო ომით ანადგურებს მსოფლიოს უნარს ერთად იმუშაოს საერთო მიზნისთვის... დედამიწაზე მშვიდობის გარეშე არ შეიძლება იყოს ეფექტური კლიმატის პოლიტიკა, რადგან ფაქტობრივად, ხალხები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ დაიცვან თავი აქ და ახლა იმ საფრთხისგან, რომელიც მომდინარეობს, კერძოდ, რუსული აგრესიისგან“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)