|
2022-11-07 14:15:48, 2108 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - დადგება დრო და უკრაინელებს ჩავაბარებთ ანგარიშს, რომ უზრუნველყოფილია დაცვა, როგორც მიწაზე, ისე - ჰაერში
დარწმუნებული ვარ რომ დადგება დრო,როდესაც უკრაინელებს ჩავაბარებთ ანგარიშს,რომ უზრუნველყოფილია სრული დაცვა, როგორც მიწაზე, ისე - ჰაერში“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეო მიმართვაში განაცხადა როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს,გრძელდება თავდასხმები ოკუპანტების მხრიდან დონეცკის ოლქში,მაგრამ უკრაინელები გმირულად იცავენ პოზიციებს,ხოლო რუსული ჯარი უდიდეს დანაკარგს განიცდის. „გრძელდება სასტიკი ბრძოლები დონეცკის ოლქში მიუხედავად იმისა,რომ რუსეთს დიდი დანაკარგები აქვს ის მაინც აგრძელებს მობილიზებულების გაგზავნას გარდაუვალ სიკვდილზე, მადლობას ვუხდი ჩვენს მებრძოლებს,რომლებიც უძლებენ ამ ზეწოლას და გმირულად იცავენ ჩვენს პოზიციებს,ჩვენ აუცილებლად გავდევნით ოკუპანტებს და ვუზრუნველყოფთ უსაფრთხოებას ჩვენი ყველა ქალაქისთვისა თუ სოფლისთვის.დარწმუნებული ვარ რომ დადგება დრო,როდესაც უკრაინელებს ჩავაბარებთ ანგარიშს,რომ უზრუნველყოფილია სრული დაცვა, როგორც მიწაზე, ისე - ჰაერში“ - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის რუსი დამპყრობლები პარალელურად,აგრძელებენ თავდასხმებს ბახმუტზე, პავლოვკაზე, სოლედარსა და აღმოსავლეთის სხვა დასახლებებზე.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)