|
2022-11-06 13:46:31, 2757 ნახვა
სხვადასხვა
ირანი პირველად ადასტურებს, რუსეთისთვის კამიკაძე დრონების მიწოდების ფაქტს
ირანმა პირველად დაადასტურა, რომ რუსეთს დრონები გადასცა. შესაბამისი განცხადება, Reuters-ის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ აბდოლაჰიანმა გააკეთა. აბდოლაჰიანის თქმით, თეირანმა მოსკოვს თვითმფრინავების მხოლოდ „მცირე“ რაოდენობა მიაწოდა. ამასთან, მიწოდება განხორციელდა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, აცხადებს მინისტრი. აბდოლაჰიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი თავს არ თვლის უკრაინაში კონფლიქტის მხარედ და რომ თუ თეირანს წარუდგინეს ომში უპილოტო თვითმფრინავების გამოყენების მტკიცებულებები, ქვეყანა "გულგრილი არ დარჩება". მან აღნიშნა, რომ ირანსა და უკრაინას აქვთ შეთანხმებები მსგავსი მტკიცებულებების წარდგენის შესახებ. მანამდე ირანის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო რუსეთის ფედერაციას უპილოტო თვითმფრინავების მიწოდება. ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალები თითქმის ყოველდღე იუწყებიან ირანული წარმოების დრონების განადგურების შესახებ. ოქტომბერში არაერთი ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს - შესაბამისი შეთანხმება, Reuters-ის ცნობით, 6 ოქტომბერს დაიდო.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)