|
2022-11-04 19:03:25, 1855 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - დღეს მოვისმენთ აშშ-დან უკრაინის დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ განცხადებას
დღეს მოვისმენთ აშშ-დან უკრაინის დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ განცხადებას. - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველამ იცია, რომ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა უკრაინისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია. „ვფიქრობ, დღეს მე და თქვენ მოვისმენთ აშშ-დან უკრაინის დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ განცხადებას. მას ხელს მოაწერს ბაიდენი, იქ გავიგებთ სასიხარულო ამბებს. ამის შესახებ ვიცი, მაგრამ დაველოდოთ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)