|
2022-10-31 22:57:24, 1964 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერის დეკლარაციას ხელი მოაწერეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის დეკლარაციას ხელი მოაწერეს. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. მათივე თქმით, დოკუმენტის ხელმოწერით ჩეხეთის მხარემ დააფიქსირა უკრაინის მიერ ნატო-ს წევრობის მოპოვების პერსპექტივისადმი მხარდაჭერა. "ეს არის პირველი დოკუმენტი, რომელსაც უკრაინა ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასაჩქარებლად აწერს ხელს. უკრაინა იმუშავებს, რომ ამგვარი ერთობლივი დეკლარაციები ნატო-ს წევრ სხვა სახელმწიფოებთანაც გაფორმდეს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)