|
2022-10-31 11:08:59, 1615 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევში აფეთქების ხმა ისმის - ადგილზე საჰაერო თავდაცვა მუშაობს
კიევში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის. ადგილზე მუშაობს საჰაერო თავდაცვა. თვითმხილველების თქმით, კიევსა და რეგიონში სულ მცირე 10 აფეთქება მოხდა. უკრაინის თავდაცვა მოსახლეობას მოუწოდეს, იგნორირება არ მოახდინონ საჰაერო თავდასხმის შესახებ და დარჩნენ თავშესაფრებში, ვინაიდან არსებობს ახალი სარაკეტო შეტევის შესაძლებლობა. "საჰაერო თავდაცვა მუშაობს! ნუ იდარდებთ! დარჩით თავშესაფრებში და დაელოდეთ საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებას!",- ნათქვამია შეტყობინებაში . როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგად დედაქალაქის ნაწილი ენერგეტიკის გარეშე დარჩა. უკრაინელებს მოუწოდებენ, შეზღუდონ ელექტროენერგიის გამოყენება სისტემაზე ზეწოლის შესამცირებლად. ცნობისთვის, დილით, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე მასიური დარტყმა განახორციელა. საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება ყველა რაიონშია გამოცხადებული.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)