|
2022-10-30 13:50:07, 1658 ნახვა
ომი უკრაინაში
ბლინკენი - მარცვლეულის ექსპორტის შეაფერხება ნიშნავს, რომ ოჯახებმა მეტი უნდა გადაიხადონ ან შიმშილით დაიხოცონ
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის მხრიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება საკვების იარაღად გამოყენებას გულისხმობს. მისი თქმით, რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეაფერხებს მარცვლეულის ექსპორტს არის კრემლის განცხადება, რომ ოჯახები მთელ მსოფლიოში შიმშილით დაიხოცონ. ”რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეაფერხებს მარცვლეულის ექსპორტს ამ კრიტიკულ მომენტში, არსებითად არის კრემლის განცხადება, რომ ადამიანებმა, ოჯახებმა მთელ მსოფლიოში საკვებისთვის მეტი უნდა გადაიხადონ, ან შიმშილით დაიხოცონ ”, - თქვა ბლინკენმა. შეგახსენებთ, რომ შაბათს, 29 ოქტომბერს, აფეთქებები გაისმა სევასტოპოლის ყურეში , დროებით ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა. მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთი ტოვებს მარცვლეულის შეთანხმებას სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის გემებზე „შეტევების“ შემდეგ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებას პროგნოზირებადი უწოდა და მსოფლიოს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)