|
2022-10-30 12:13:07, 1783 ნახვა
ომი უკრაინაში
ბაიდენი მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებაზე - ეს სრულიად აღმაშფოთებელია და გამოიწვევს შიმშილის გაზრდას
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ მარცვლეულის მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტას "აღმაშფოთებელი" უწოდა. მისი თქმით, რუსეთს არ ჰქონდა არანაირი საბაბი, რომ ასე მოქცეულიყო. "ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი, ეს გამოიწვევს შიმშილის გაზრდას. არ არსებობს მიზეზი, რომ მათ ასე მოიქცნენ", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა. თავის მხრივ, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ადრიენ უოტსონი, რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ „საკვების იარაღად გამოყენების საბაბად მიიჩნევს“. მისი თქმით, ასეთი ნაბიჯი „პირდაპირ აისახება გაჭირვებულ ქვეყნებზე და სურსათის მსოფლიო ფასებზე“, ასევე „აუარესებს ვითარებას ჰუმანიტარულ კრიზისთან და სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“. შეგახსენებთ, რომ შაბათს, 29 ოქტომბერს, აფეთქებები გაისმა სევასტოპოლის ყურეში , დროებით ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა. მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთი ტოვებს მარცვლეულის შეთანხმებას სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის გემებზე „შეტევების“ შემდეგ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებას პროგნოზირებადი უწოდა და მსოფლიოს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)