11:37 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 11:53:25, 2188 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - პუტინის ნარატივი, მიუთითებს მის მუდმივ მიზანზე, გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო და ხალხი

პუტინის განცხადებებმა უკრაინის შესახებ უნდა აიძულოს სხვები დაფიქრდნენ არის თუ არა ომი გენოციდის აქტი,- ამის შესახებ განცხადებას ომის შესწავლის ინსტიტუტის  (ISW) ავრცელებს.

მათი ცნობით, ვალდაის კლუბში გამოსვლისას პუტინი განაგრძობდა უკრაინის სუვერენიტეტის უარყოფას, რაც ფუნდამენტურად შეუთავსებელია სერიოზულ მოლაპარაკებებთან.

„პუტინის ნარატივი, რომ უკრაინა და რუსეთი ერთი ხალხია, რომლებიც იყოფა სხვადასხვა სახელმწიფოებად თვითნებური ისტორიული გარემოებების გამო, მიუთითებს მის მუდმივ მიზანზე, გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო და წაშალოს უკრაინელი ხალხის კონცეფცია“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

ISW-ის ცნობითვე, 27 ოქტომბერს პუტინმა განაცხადა, რომ "უკრაინის სუვერენიტეტის ერთადერთი რეალური გარანტია" შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი, რომელმაც "შექმნა" უკრაინა და„ისტორიული ფაქტია“, რომ უკრაინელები და რუსები არსებითად „ერთი ხალხი“ შეცდომით იყოფა „სხვადასხვა სახელმწიფოებად“. 

„ეს განცხადებები, რუსეთის ბევრ ქმედებებთან ერთად, უნდა იწვევდეს კითხვას, არის თუ არა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გენოციდი, რადგან გენოციდი იურიდიულად არის განსაზღვრული, როგორც „აქტი, რომელიც ჩადენილია განადგურების მიზნით”.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

ამასთან,14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ, რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა და იგივე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებასაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics