|
2022-10-27 16:42:43, 1475 ნახვა
ომი უკრაინაში
ხარკოვში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს
ხარკოვის ოლქში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, ბოროვსკის რაიონში აღმოჩენილ სამარხში სულ მცირე 17 ადამიანის - მშვიდობიანი მოქალაქეებისა და და სამხედროების ცხედარი იპოვეს. "წინასწარი მონაცემებით, საფლავში სულ მცირე 17 ადამიანია დაკრძალული - უკრაინის შეიარაღებული ძალების სამოქალაქო და სამხედრო პერსონალი. გამომძიებლებმა სამი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი პირველ დღეს ამოიღეს", - აცხადებენ პოლიციაში. ადგილობრივებმა გამოძიებას განუცხადეს, რომ ოკუპანტებმა დაღუპულების ცხედრები შეაგროვეს და 13 აპრილს, ორი სატვირთო მანქანით ჩამოიტანეს, ამოთხარეს 3 მეტრამდე სიღრმის ორმო და ცხედრები იქ დამარხეს, შემდეგ კი, სამარხი ტანკებით გადაასწორეს. სამარხიდან ამოღებულ ყველა ცხედარს სასამართლო ექსპერტიზაზე გადაასვენებენ, რათა სიკვდილის მიზეზები და მათი ვინაობა დადგინდეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)