|
2022-10-27 13:42:09, 1767 ნახვა
ომი უკრაინაში
ავსტრალია უკრაინელ ჯარისკაცებს მოამზადებს და ქვეყანას Bushmaster-ის ჯავშანმანქანებს მიაწვდის
ავსტრალია უკრაინას უსაფრთხოების ახალ პაკეტს მიაწვდის, რომელიც მოიცავს უკრაინელი სამხედროების მომზადებას და 30 Bushmaster-ის ჯავშანმანქანას. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა და ავსტრალიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამრიგად ავსტრალიამ უკრაინას, ომის დაწყებიდან საერთო ჯამში 90 Bushmaster-ის ჯავშანმანქანა გადასცა. 2023 წლის იანვრიდან ავსტრალია შეუერთდება უკრაინის ჯარების მომზადების საერთაშორისო პროგრამას "INTERFLEX", რომელსაც დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობს, იუწყება ავსტრალიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. „ავსტრალიელები შეუერთდებიან პერსონალს ახალი ზელანდიიდან, კანადიდან და ევროპის რიგი ქვეყნებიდან, რომლებიც ეხმარებიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დამატებითი პოტენციალის შექმნას“, - ნათქვამია შეტყობინებაში. საერთო ჯამში საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებიდან 70-მდე სამხედრო მოსამსახურე გაიგზავნება. აღნიშნულია, რომ ავსტრალიელი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე არ შევლენ. „ჩვენი ჯარისკაცები იქნებიან დიდი საწვრთნელი პროგრამის ნაწილი გაერთიანებულ სამეფოში, რათა დაეხმარონ თავიანთ უკრაინელ თანამებრძოლებს რუსეთის დაუსაბუთებელი და უკანონო აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად მომზადებაში“, - თქვა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა თქვა, რომ ავსტრალია გააგრძელებს თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერას. "ავსტრალია უპირობოდ მხარს უჭერს უკრაინას ორივე მხარესთან ერთად და გმობს პრეზიდენტ პუტინს. ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტს; უკრაინის მამაცი ხალხი იცავს საერთაშორისო კანონს, წესებსა და ნორმებს", - თქვა ალბანესმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)