|
2022-10-26 21:01:27, 1753 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - სამხედრო დახმარების მიწოდებით, ჩვენ უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გავაძლიეროთ
სამხედრო დახმარების მიწოდებით, ჩვენ უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გავაძლიეროთ. - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, რისი მიღწევაც უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდასთან შეუძლია, დამოკიდებულია ბრძოლის ველზე სიძლიერეზე. "ომების უმეტესობა მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ამავდროულად, ჩვენ ვიცით, რომ რისი მიღწევაც უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდასთან შეუძლია, მთლიანად დამოკიდებულია ბრძოლის ველზე მათ სიძლიერეზე. ასე, რომ სამხედრო დახმარების მიწოდებით ჩვენ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გავაძლიეროთ. რაც უფრო ძლიერია უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო სავარაუდოა, რომ ჩვენ გვექნება პოლიტიკური გადაწყვეტა, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გამარჯვებას, როგორც სუვერენულ, დამოუკიდებელ ერს ევროპაში". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)