|
2022-10-26 17:33:22, 1656 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსული მედია - რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალებმა საპასუხო ბირთვული დარტყმის წვრთნა ჩაატარეს
რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალებმა საპასუხო ბირთვული დარტყმის განხორციელების წვრთნა ჩაატარეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, სწავლება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით გაიმართა. როგორც თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, სტრატეგიული შეკავების ძალებმა მოწინააღმდეგის ბირთვული თავდასხმის საპასუხოდ მასირებული ბირთვული დარტყმის განხორციელების წვრთნა ჩაატარეს. რუსეთის გენშტაბის ცნობით, სწავლებაში ჩართული იყო სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების მობილური სახმელეთო სარაკეტო კომპლექსი Ярс-ი, ჩრდილოეთ ფლოტის სტრატეგიული წყალქვეშა ნავი „ტულა“, ორი სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-95МС. სამხედროებმა ბალისტიკური რაკეტები პლესეცკის კოსმოდრომიდან და ბარენცის ზღვის აკვატორიიდან გაუშვეს. ცნობისთვის, პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების წინა წვრთნა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან ინტერვენციამდე რამდენიმე დღით ადრე, 19 თებერვალს ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)