|
2022-10-24 19:05:49, 1767 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთის ფედერაციის სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი ენა შანტაჟია
რუსეთის ფედერაციის სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი ენა შანტაჟია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი უკრაინას ადრე - საკვებით, ენერგიით, მიგრანტებით აშაბტაჟებდა, ახლა - "ბინძური ბომბით". „რუსეთის ფედერაციის სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი ენა შანტაჟია. ადრე - საკვებით, ენერგიით, მიგრანტებით. ახლა - "ბინძური ბომბით", კაშხლის აფეთქებით. მიზეზები იცვლება, მაგრამ რუსული ტერორისტული არსი - არა. გაუთავებელი რუსული შანტაჟის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა”,- განაცხადა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს დაუკავშირდა. თითოეულ მათგანთან შოიგუმ განიხილა „სიტუაცია“ უკრაინაში, რომელსაც „მუდმივი ტენდენცია აქვს შემდგომი, უკონტროლო ესკალაციისკენ“. საფრანგეთის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „უკრაინის მხრიდან იგეგმება შესაძლო პროვოკაცია „ბინძური ბომბის“ გამოყენებით“. ამასთან, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ არ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება ამ ვერსიის დასადასტურებლად.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)