13:30 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-22 15:46:11, 1121 ნახვა

საზოგადოება
პროექტი „ჩვენი ჯარი“ განახლდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, პროექტს „ჩვენი ჯარი“ აგრძელებს. პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებს ითვალისწინებს, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად. პანდემიის გამო ორი წლის განმავლობაში შეჩერებული პროექტი 2022-2023 სასწავლო წელს განახლდა. 

სამხედრო მოსამსახურეები პირველად აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 53-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ. მათ მაღალი კლასების მოსწავლეებს თემატური ვიდეო და ფოტომასალით დატვირთული პრეზენტაცია წარუდგინეს და საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, მიზნების, ამოცანების, ეროვნული გმირების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სამსახურისა და განათლების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, შესახებ გაესაუბრნენ.

ჯარისკაცებმა მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობა და მიზნებიც გააცნეს და მოგვიანებით მათთვის საინტერესი კითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს. 
მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები დედაქალაქისა და ქვეყნის ყველა რეგიონის სკოლებს რეგულარულად ეწვევიან და ახალგაზრდებს ქართული ჯარის შესახებ აქტუალურ ინფორმაციებსა და სიახლეებს პირადად მიაწვდიან.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი კირცხალია –ჩვენი გუნდი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას
მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics