10:53 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-22 13:17:22, 944 ნახვა

საზოგადოება
ლაღიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა - დაშავებულია 3 ადამიანი

რუსთაველზე, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაიყვანილი.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მომხდარი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აფეთქება, სავარაუდოდ, ყუმბარით მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მთელი პერიმეტრი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics