|
2022-10-21 22:19:31, 1041 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განაჩენზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განაჩენზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. „2022 წლის 21 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო ოჯახური ძალადობის ბრალდების საქმეზე. საქმის არსებითად განხილვისას სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიციები, შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო-აუდიოჩანაწერები, დაცვის მხარის მიერ ალტერნატიული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის ნიკოლოზ ბასილაშვილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელმა ნელი დოროყაშვილის ქმედებების გამო განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. სასამართლოს შეფასებით, დაზარალებულის ჩვენება თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდიოდა მის მიერვე განხორციელებულ ფარულ ვიდეო-აუდიოჩანაწერებთან და არ ქმნიდა გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისთვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, ასევე არ დადასტურდა ეკონომიკური ძალადობის, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით დაზარალებულის შევიწროების ფაქტები. კერძოდ, საბანკო ამონაწერებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მხრიდან პლასტიკური ბარათის დაბლოკვის ფაქტები. ასევე, არ დადასტურდა გენდერული ნიშნით დაზარალებულის კონტროლი, პროფესიული საქმიანობისთვის ხელშეშლა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში (2018 წ) და საქართველოში (2019წ) განხორციელებულ შესაძლო ფიზიკური ძალადობის ეპიზოდებს, დაზარალებულის მხრიდან სამართალდამცავ ორგანოებში მიმართვიანობას ადგილი არ ჰქონია. ამ ეპიზოდებშიც უტყუარად არ დადასტურდა პირის ბრალეულობა. 2020 წლის 21 მაისის, ე.წ. ავჭალის ეპიზოდში, ასევე არ იყო წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის. უდანაშაულობის პრეზუმციის ცნების შესაბამისად, სასამართლომ ყოველგვარი გონივრული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა“.– ნათქვამია განცხადებაში.
ირაკლი კირცხალია –ჩვენი გუნდი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას
მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)