|
2022-10-21 11:04:44, 1759 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმა იგივეა, რაც მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება
რუსეთის ძალები გეგმავენ ხარკოვის ოლქში მყოფი კახოვკის ჰიდროელექტრუსადგურის აფეთქებას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ რუსებმა აღნიშნული სადგური უკვე დანაღმეს და ამ ტერორისტული აქტის უკრაინელებზე დაბრალებას გეგმავენ. „რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ დამპყრობლებს არ აინტერესებთ, რა ბედი ეწევა უკრაინის ტერიტორიას. ამ ტერორისტული აქტით მათ შეუძლიათ, გაანადგურონ დნეპერიდან ყირიმში წყლის მიწოდების შესაძლებლობაც კი. კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებით, ჩრდილოეთ ყირიმის არხი უბრალოდ გაქრება. და თუ რუსეთი ამზადებს ასეთ ტერორისტულ თავდასხმას, თუ სერიოზულად განიხილავს ასეთ სცენარს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ტერორისტებმა ნათლად იციან, რომ მათ არ შეუძლიათ შეინარჩუნონ არა მხოლოდ ხერსონი, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის სამხრეთი, ყირიმის ჩათვლით. ჩვენ ახლა ყველამ ერთად - ყველა ევროპელმა, მსოფლიო ყველა ლიდერმა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა ავუხსნათ ტერორისტულ სახელმწიფოს, რომ ასეთი ტერორისტული თავდასხმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე ზუსტად იგივეა, რაც მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება”- განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)