|
2022-10-21 10:35:30, 1801 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი და ზაპაროჟიე დაბომბეს
რუსმა სამხედროებმა ხარკოვზე საჰაერო დარტყმების სერია 21 ოქტომბერს დილით განახორციელეს, განაცხადა მერმა იგორ ტერეხოვმა. „ჭურვები მოხვდა ხარკოვის ერთ-ერთ საწარმოს. წინასწარი ინფორმაციით დარტყმა მოხდა ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ და საწარმოო შენობაში“, - წერს იგი განცხადებაში. ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე იყო კიევის რეგიონში სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტი. შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. გარდა ამისა, პარასკევს დილით რუსმა სამხედროებმა სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს ზაპოროჟიეზე, განაცხადა ზაპოროჟიის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა. საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ქალაქის საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურა. ადგილობრივი მედია აქვეყნებს დაზიანებული ხუთსართულიანი კორპუსის კადრებს, სადაც ჩანს, რომ იწვის გაზსადენი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)