|
2022-10-20 13:09:17, 1882 ნახვა
ომი უკრაინაში
ხარკოვში საგანგებო სიტუაციების მანქანა ნაღმზე აფეთქდა - დაიღუპა 2 ადამიანი, 4 კი დაშავდა
ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მანქანა ნაღმზე აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ორი თანამშრომელი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. სინუბეგოვის თქმით, საფრთხე იმისა, რომ ოლქში სხვა ტერიტორიაც იყოს დანაღმული, კვლავ მაღალი რჩება. „იზიუმში, ნაღმზე აფეთქდა მანქანა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად. სამწუხაროდ, 2 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა",- წერს სინუბეგოვი. მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები გათავისუფლებული ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდას აგრძელებენ - მისივე თქმით, თანამშრომლებმა დღეში 657 ფეთქებადი მასალა გაანეიტრალეს. შეგახსენებთ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის რამდენიმე დასახლება დროებით დაიკავა. 6 სექტემბერს უკრაინის არმიამ ამ რეგიონში კონტრშეტევა დაიწყო, ხოლო 14 სექტემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოლქი თითქმის მთლიანად გათავისუფლებული იყო. 6 ოქტომბერს ხარკოვის რეგიონის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა, სერგი ბოლვინოვმა განაცხადა, რომ განთავისუფლებულ ტერიტორიაზე დამპყრობლების მიერ მოკლული 534 უკრაინელის ცხედარი აღმოაჩინეს. კერძოდ, მასობრივი საფლავი, საიდაც 447 ცხედარი ამოიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)