|
2022-10-17 19:13:39, 1757 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - რუსეთი და ირანი ტერორისა და სიკვდილის გასავრცელებლად გაერთიანდნენ
რუსეთი და ირანი ტერორისა და სიკვდილის გასავრცელებლად გაერთიანდნენ. - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, დემოკრატია და მსოფლიოს ყველაზე ნათელი გონება უნდა გაერთიანდნენ, ამ თავდასხმების მოსაგერიებლად. "რუსეთი და ირანი ტერორისა და სიკვდილის გასავრცელებლად გაერთიანდნენ. Shahed-136 მათი ერთ-ერთი იარაღია, კალიბრთან, ისკანდერთან, რაკეტებთან, Mojaher-6 დრონებთან, Fateh-110 და Zolfaghar-თან ერთად. დემოკრატია და მსოფლიოს ყველაზე ნათელი გონება უნდა გაერთიანდნენ, ამ თავდასხმების მოსაგერიებლად და ბოროტების დასამარცხებლად". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ირანი მზად არის, რუსეთს მიაწოდოს მცირე რადიუსის რაკეტები ასევე აშშ-ის დაზვერვა ირწმუნება, რომ ირანი ამზადებს რუსეთისთვის Fateh-110 -ისა და Zofaghar-ის, მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტების პირველ პარტიას, რომელსაც შეუძლია სამიზნეების დარტყმა 300 და 700 კილომეტრის მანძილზე.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)