11:16 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-17 17:33:42, 1667 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - დრო მოვიდა, რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო, ირანს სანქციები დაუწესდეს

დრო მოვიდა დაუწესდეს სანქციები ირანს რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ირანის წინააღმდეგ სანქციები მესიჯი იქნება ყველასთვის, რომ ვინც რუსეთს დაეხმარება "იგრძნობს ამის ფასს".

"დღეს, უკრაინა-ირანის ურთიერთობების ისტორიაში პირველად, მე მოვუწოდე ირანის წინააღმდეგ დაწესდეს სანქციები. მოთმინება აღარ შეიძლება, ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ახსნას და არგუმენტებს დიდი ხანია, თუმცა სიმართლის დამალვა შეუძლებელია და ეს სიმართლე დღეს კიევის სახლებში შეფრინდა. ამიტომ, დრო მოვიდა დაუწესდეს სანქციები ირანს რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ირანი მზად არის, რუსეთს მიაწოდოს მცირე რადიუსის რაკეტები ასევე აშშ-ის დაზვერვა ირწმუნება, რომ ირანი ამზადებს რუსეთისთვის Fateh-110 -ისა და Zofaghar-ის, მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტების პირველ პარტიას, რომელსაც შეუძლია სამიზნეების დარტყმა 300 და 700 კილომეტრის მანძილზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
ირაკლი კობახიძე ყაზახეთშია, იგი თოყაევს შეხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics