07:25 - 22 Sep, 2026
|
2022-10-17 12:00:57, 1229 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - მტერი მშვიდობიან მოსახლეობას ატერორებს, კიევში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს
მთელი ღამე და მთელი დილა მტერი მშვიდობიან მოსახლეობას ატერორებს. კამიკაძე დრონები და რაკეტები თავს ესხმიან მთელ უკრაინას, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ე.წ. კამიკაძე დრონებით კიევის დაბომბვას. ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს. "მტერს შეუძლია თავს დაესხას ჩვენს ქალაქებს, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გაგვტეხოს. ოკუპანტები მიიღებენ მხოლოდ სამართლიან დასჯას და მომავალი თაობების გმობას. და ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას", - წერს ზელენსკი. ცნობისთვის, ოკუპანტებმა კიევი დილის საათებში კვლავ დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ დედაქალაქს თავს ე.წ. კამიკაძე დრონები დაესხნენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)