|
2022-10-16 18:15:10, 1775 ნახვა
ომი უკრაინაში
ობამა - პუტინის მთავრობა კიდევ უფრო იზოლირებულია, ვიდრე საბჭოთა კავშირი
პუტინის მთავრობა კიდევ უფრო იზოლირებულია, ვიდრე საბჭოთა კავშირი - ამის შესახებ აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა. მისივე თქმით, ცივი ომის რამდენიმე დაძაბულ მომენტშიც კი არსებობდა განცდა, რომ ორივე მხარეს შეეძლო ტელეფონის აღება და დიპლომატიური არხებით მუშაობა. "ვფიქრობ, ახლა ჩვენ საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან, რომელიც რეალურად არის კიდევ უფრო ცენტრალიზებული, კიდევ უფრო იზოლირებული და დახურული. მე ვფიქრობ, რომ პუტინმა იმდენად გააძლიერა გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რამდენადაც ჩვენ არ გვინახავს საბჭოთა დროს“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიე 9 ოქტომბერს დაბომბეს. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, სარაკეტო თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა 89 კი, დაშავდა. აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)