|
2022-10-15 13:15:34, 2371 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვა - მოწინააღმდეგისგან მოულოდნელობები არ არის, მათ ყოველ მზაკვრულ ხრიკს მომზადებულები ვხვდებით
მოწინააღმდეგისგან მოულოდნელობები არ არის, მათ ყოველ მზაკვრულ ხრიკს მომზადებულები ვხვდებით,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი დეპარტამენტის უფროსმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე თუ როგორ მიმდინარეობდა ომი, ბევრი რამ აუცილებლად შეიცვლება. „მოწინააღმდეგისგან მოულოდნელობები არ არის, არ არის არანაირი ისეთი ქმედება, რომელიც ჩვენთვის ამა თუ იმ დონეზე სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდებოდა. მათ ყოველ მზაკვრულ ხრიკს მომზადებულები ვხვდებით. ერთმნიშვნელოვნად ამ ომის მერე ბევრი რამ სამხედრო მეცნიერებიდან, ბრძოლის წარმოების ტაქტიკიდან, სტრატეგიიდან ბევრი რამ აუცილებლად შეიცვლება. იქიდან გამომდინარე, როგორ მიმდინარეობდა ომი",- განაცხადა ბუდანოვმა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)