|
2022-10-14 20:13:21, 1890 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - რუსეთმა რაკეტების ორი მესამედი უკვე გამოიყენა
აგრესორი სახელმწიფო ამცირებს საკუთარ შესაძლებლობებს სამხედრო ობიექტებზე იერიშების მიტანის მხრივ. - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთმა რაკეტების ორი მესამედი უკვე გამოიყენა. "რუსეთის დემილიტარიზაცია. უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე ასობით ზუსტი დამიზნების რაკეტის გამოყენებით, აგრესორი სახელმწიფო ამცირებს საკუთარ შესაძლებლობებს სამხედრო ობიექტებზე იერიშების მიტანის მხრივ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიე 9 ოქტომბერსაც დაბომბეს. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, სარაკეტო თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა 89 კი, დაშავდა. აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს. მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკვე 19 ადამიანი დაიღუპა, 105 კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)