|
2022-10-13 17:44:34, 2737 ნახვა
სხვადასხვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეამ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის "ტერორისტულ რეჟიმად" გამოცხადებას მოითხოვდა. გადაწყვეტილებას ხმა 99-მა დეპუტატმა მისცა, ერთმა კი თავი შეიკავა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც კენჭისყრამდე პარლამენტარებს მიმართა, მოუწოდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რომელიც გამოიძიებს რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს. "ერთად ჩვენ რუსეთს იზოლაციაში მოვახდენთ. ერთად დავსვამთ ტერორს და ვაგრძნობინებთ მათ მის მიერ გაჩაღებული ომის ღირებულებას. რუსეთს მხოლოდ ტერორის ენის გამოყენება სურს და ეს ფაქტია. ეს ფაქტი ყველა დონეზე უნდა იყოს აღიარებული - პოლიტიკურად. ლეგალურად და უკრაინის ბრძოლის ველზე - ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერით. მადლობას გიხდით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შეიძლება გახდეს პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აღიარებს რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ." - განაცხადა ზელენსკიმ. 90-იანი წლების შუა პერიოდიდან რუსეთი მონაწილეობდა ევროპის საბჭოს მუშაობაში, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, მაგრამ მარტში გამოაცხადა ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ და მისი გარიცხვა ერთხმად დამტკიცდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)