|
2022-10-13 12:32:25, 1704 ნახვა
ომი უკრაინაში
დიდი ბრიტანეთი უკრაინას ასობით დამატებით საჰაერო თავდაცვის რაკეტასა და 18 ჰაუბიცას გადასცემს
ბოლო დღეებში კიევსა და სხვა ქალაქებზე რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევების ფონზე, დიდი ბრიტანეთი მზადაა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტები გადასცეს, რომლებსაც ფრუიზული რაკეტების ჩამოგდება შეუძლიათ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა ბრიუსელში, ნატო-ს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა სადაც უკრაინის მოკავშირეებმა ახალი საჰაერო თავდაცვა და მეტი დახმარების გაგზავნა განიხილეს. ბრიტანეთმა თქვა, რომ გაფართოებული საშუალო რადიუსის საჰაერო-ჰაერი რაკეტა, ან AMRAAM, რომელიც იქნება მიწოდებული უახლოეს კვირებში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაერთიანებული სამეფოს მიერ დაპირებული ნაციონალური გაფართოებული მიწისზედა-ჰაერი სარაკეტო სისტემასთან ან NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებთან. ასევე, ბრიტანეთი უკრაინას საჩუქრად გადასცემს ასობით დამატებით საჰაერო თავდაცვის სხვა ტიპის რაკეტას და 18 ჰაუბიცის საარტილერიო იარაღს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)