|
2022-10-12 14:08:33, 1331 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელებმა ხერსონის ოლქში კიდევ ხუთი დასახლება გაათავისუფლეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში კიდევ ხუთი დასახლება გაათავისუფლეს. უკრაინული მედიის ცნობით, ბერისლავის რაიონში ნოვოვასილივკას, ნოვოჰრიჰორივკას, ნოვაია კამიანკას, ტრიფონივკასა და ჩერვონის გათავისუფლება მოხდა. სამხრეთის სარდლობის ცნობით, სამხრეთ ბუზკას საოპერაციო ზონაში ვითარება დაძაბულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება. "ჩვენმა დანაყოფებმა მიაღწიეს წარმატებას ბერისლავის რაიონში ნოვოვასილივკას, ნოვოჰრიჰორივკას, ნოვაია კამიანკას, ტრიფონივკასა და ჩერვონის განთავისუფლებაში. სოციალური და კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეანიმაციისთვის სტაბილიზაციის ღონისძიებები მიმდინარეობს", - აცხადებს პრესსპიკერი, ვლადისლავ ნაზაროვი. როგორც ნაზაროვი ამბობს, თავდაცვის ძალები აგრძელებენ მოწინააღმდეგის ძალებზე ცეცხლსასროლი იარაღით შეტევას და მათ საკონტროლო სისტემებს აღვევენ. მისივე თქმით, მოწინააღმდეგე ფრონტის ხაზისა და ახლად გათავისუფლებული 17 დასახლებული პუნქტის გარშემო საჰაერო დაზვერვას ინტენსიურად ახორციელებს. პარალელურად, უკრაინის პოზიციების დაბომბვა გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)