|
2022-10-11 12:51:11, 1773 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის სპეცსამსახურის უფროსი - რუსებს საბრძოლო მასალა ეწურებათ, მათი გამარჯვება დასრულებულია
ბრიტანეთის სამთავრობო კომუნიკაციების ცენტრის (GCHQ) ხელმძღვანელი, ჯერემი ფლემინგი აცხადებს, რომ რუსებს უკრაინაში რამდენიმეთვიანი დამღლელი ბრძოლების შემდეგ საბრძოლო მასალა ეწურებათ. როგორც გამოცემა The Guardian-ი წერს, ფლემინგმა ხაზი გაუსვა რუსეთის დანაკარგებზე და დასძინა, რომ მოსკოვის ძალები ამოწურულია და რომ ბოლო მობილიზაცია სასოწარკვეთის ნიშნებს აჩვენებს. „ჩვენ ვიცით - და ადგილზე მყოფმა რუსმა მეთაურებმა იციან - რომ მათი მარაგი და საბრძოლო მასალა მალე ამოიწურება. რუსეთის გარდაუვალი სამხედრო გამარჯვება, რაზეც მათმა პროპაგანდისტულმა მანქანამ ისაუბრა, დასრულებულია და აშკარაა, რომ უკრაინის გაბედულმა ქმედებებმა ბრძოლის ველზე და კიბერსივრცეში სიტუაცია შეცვალა“, - თქვა ფლემინგმა. შეგახსენებთ, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე საპასუხო იაერიში მიიტანა. მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 84 რაკეტა ესროლეს. მათგან 56 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 19-მდე ადამიანი, ხოლო 105 დაშავდა. მოგვიანებით, რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვა და უკრაინას ახალი დარტყმებით დაემუქრა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)