|
2022-10-10 21:05:14, 1797 ნახვა
ომი უკრაინაში
მიშელი - რუსების მიერ უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმა სამხედრო დანაშაულია
რუსების მიერ უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმა სამხედრო დანაშაულია. - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, ხოლო რუსეთის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს. „ეს განურჩეველი დარტყმები სამოქალაქო მოსახლეობაზე არის სამხედრო დანაშაული, ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, ხოლო რუსეთის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს ამგვარი ქმედებისთვის, უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების შეხვედრაზე იქნება განხილული". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის ქალაქები დაბომბვის ქვეშ მოექცა. მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)