|
2022-10-10 19:25:14, 1631 ნახვა
ომი უკრაინაში
მედვედევი - ჩვენი მთავარი მიზანი უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის სრული დემონტაჟი უნდა გახდეს
უკრაინის სახელმწიფო ამჟამინდელი კონფიგურაციით, ნაცისტური პოლიტიკური რეჟიმით რუსეთისთვის მუდმივი, პირდაპირი და აშკარა საფრთხე იქნება. - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისივე თქმით, უნდა მოხდეს უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის სრული დემონტაჟი. "პირველი ეპიზოდი გათამაშდა. სხვებიც იქნება. გამოვთქვავ ჩემს პირად პოზიციას. ახლა არ შემიძლია არ აღვნიშნო. უკრაინის სახელმწიფო საკუთარი ამჟამინდელი კონფიგურაციით, ნაცისტური პოლიტიკური რეჟიმით მუდმივ, პირდაპირ და აშკარა საფრთხეს შეუქმნის რუსეთს. ამიტომ, გარდა ჩვენი ხალხის დაცვისა და ქვეყნის საზღვრების დაცვისა, ჩვენი მომავალი ქმედებების მიზანი, ჩემი აზრით, უნდა იყოს უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის სრული დემონტაჟი". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის ქალაქები დაბომბვის ქვეშ მოექცა. მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)