|
2022-10-10 12:29:20, 1773 ნახვა
ომი უკრაინაში
აფეთქებებია ლვოვში - დაიხურა სკოლები, გათიშულია განათება და მობილური კავშირი
უკრაინის ქალაქ ლვოვში რამდენიმე აფეთქება გაისმა და ქალაქის ზოგიერთ რაიონში განათება ჩაქრა. როგორც ქალაქის მერმა ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რუსების მასიური თავდასხმების გამო , მობილურ კავშირში შეფერხებები იყო. გარდა ამისა, სადოვოის თქმით, დღეს ლვოვის სკოლებში სწავლა დისტანციურად ჩატარდება. „ქალაქში მობილურ კავშირში შეფერხებები დროებითია.ონლაინ გაკვეთილი განგაშის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ დაიწყება“, - განაცხადა მერმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. საერთო ჯამში, გასროლილი იქნა 50-ზე მეტი რაკეტა. ოკუპანტებმა კიევი, ზაპოროჟიე და სლავიანსკი დაბომბეს. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)