|
2022-10-10 11:56:17, 1942 ნახვა
ომი უკრაინაში
ერმაკი - ოკუპანტების სარაკეტო დარტყმები ცივილიზებული სამყაროსთვის სიგნალია, რომ „რუსეთის საკითხი ძალით უნდა მოგვარდეს”
მშიშრები ებრძვიან სათამაშო მოედნებს, ბავშვებსა და უბრალო ხალხს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის ქალაქებზე რუსული სარაკეტო დარტყმები ცივილიზებული სამყაროსთვის სიგნალია იმისა, რომ „რუსეთის საკითხი ძალით უნდა მოგვარდეს”. „მშიშრები ებრძვიან სათამაშო მოედნებს, ბავშვებსა და უბრალო ხალხს. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ რუსეთის საკითხი ძალის გამოყენებით უნდა გადაწყდეს”, - წერს ერმაკი. შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქეში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. საერთო ჯამში, გასროლილი იქნა 50-ზე მეტი რაკეტა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)