|
2022-10-07 17:11:17, 1270 ნახვა
საზოგადოება
60 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის თბილისის მერიის კიდევ ერთი ახალი სერვისი ამოქმედდება
60 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეების ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, 10 ოქტომბრიდან თბილისის მერიის მორიგი სერვისი ამოქმედდება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, პროგრამის - „სპორტი უფროსი თაობისთვის“ პარალელურად, რაც 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურების დაფინანსებას გულისხმობს, თბილისის მერია მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში, „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ ხსნის. პროექტი თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ორგანიზებითა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) პარტნიორობით ხორციელდება. „60+ კლუბი“ თბილისის მუნიციპალური სერვისია და განკუთვნილია 60 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ, გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები. კლუბის წევრებს საშუალება ექნებათ, აითვისონ ახალი უნარები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, თავად დაგეგმონ და განახორციელონ ღონისძიებები, გაეცნონ ახალ ინფორმაციებს. მოწვეული სპეციალისტები ყოველდღიურად ჩაატარებენ აქტივობებს, რომელიც სპეციალურად კლუბის წევრებისთვის იქნება შემუშავებული. საწყის ეტაპზე, დაგეგმილია სამი სხვადასხვა აქტივობა - ვარჯიში, ხატვა და მუსიკა. კლუბის წევრები დაესწრებიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს, არტთერაპიას - ხატვას, რომელსაც მხატვარი ქეთევან მატაბელი შეასწავლის და მუსიკას, რომლის გაკვეთილებსაც მუსიკოსი ია შუღლიაშვილი ჩაატარებს. „60+ კლუბი“ მსურველებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე მოემსახურება.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)