|
2022-10-07 15:16:41, 1211 ნახვა
საზოგადოება
2023 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბიუჯეტი, დაახლოებით, 23%-ით იზრდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, კერძო ინვესტიციების მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის ბიუჯეტში, 18 მილიონის ფინანსური რესურსის ინვესტირება მოხდება ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაც ითვალისწინებს სალაშქრო ბილიკების ქსელისა და თანმდევი რეკრეაციულ-ტურისტული ზონების საპროექტო, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და სამშენებლო სამუშაოებს. 2023 წელს, ასევე, განხორციელდება სხვადასხვა პროექტი, ეკოტურისტული ცნობიერების ამაღლების კუთხით. „დაცული ტერიტორიების სააგენტო, მუშაობას აგრძელებს ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით და მომდევნო წელს არაერთ პროექტს განვახორციელებთ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენას. ეკოტურისტული სამუშაოები განხორციელდება უკვე ყველასათვის ცნობილ და პოპულარულ დაცულ ტერიტორიებზე, ლაგოდეხისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების, ბორჯომ-ხარაგაულისა და მტირალას ეროვნული პარკების ადმინისტრაციებში. ასევე, ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ დიდი პოტენციალი გააჩნიათ, მათ შორის, ერუშეთის ეროვნულ პარკში; გათვალისწინებულია ბაწარა-ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე შემოვლითი ბილიკის მოწყობის სამუშაოები“- აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბესიკ კუსიდმა. ეკოტურიზმის განვითარება, რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში, ნიშნავს ვიზიტორების რაოდენობის ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნას და განვითარებას, მუნიციპალიტეტებში მაცხოვრებლების დაბრუნებას. 2017 წელს, გერმანელი კონსულტანტების მონაწილეობით განხორციელდა კვლევა - დაცული ტერიტორიების ეკონომიკური ეფექტის შეფასების მიზნით, რომლის მიხედვით, მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის ეფექტი საქართველოს ეკონომიკაში 87 მილიონ ლარამდეა, ესენია ლაგოდეხის, მარტვილის, სათაფლიას, პრომეთეს, ყაზბეგის დაცული ტერიტორიები. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს არაერთი ახალი ეკოტურისტული სივრცე გაიხსნა და განახლდა. მათ შორის, გაიხსნა: წალკის კანიონი, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, ნავენახევის მღვიმე; მოეწყო: ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, არწივის ხეობაში ახალი ეკოტურისტული ბილიკი, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ნინოსხევის ჩანჩქერის ახალი ბილიკი, მაჭახელას ეროვნულ პარკში ახალი საგამოფენო სივრცე, მტირალას ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და სხვა.
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)