|
2022-10-06 11:27:30, 1825 ნახვა
ომი უკრაინაში
NYT - აშშ-ს დაზვერვა თვლის, რომ დუგინას მკვლელობის უკან უკრაინის ხელისუფლება დგას
ამერიკული სადაზვერვო სააგენტოები მიიჩნევენ, რომ "პუტინის იდეოლოგის" ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფარული ოპერაციის შედეგი იყო. ამის შესახებ The New York Times ამერიკული დაზვერვის თანამოსაუბრეებზე დაყრდნობით იუწყება. აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ არაფერი იცოდნენ ასეთი ოპერაციის მომზადების შესახებ და რომ სცოდნოდათ, უკრაინას ხელს შეუშლიდნენ . ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ დუგინას გარდაცვალების გამო უკრაინის ხელმძღვანელობას უკვე უსაყვედურეს. მაგრამ, როგორც გამოცემა წერს, უკრაინის ხელისუფლება მკვლელობაში მათ მონაწილეობას უარყოფს. შეერთებულ შტატებში ვარაუდობენ, რომ დუგინას ლიკვიდაციის უკან შესაძლოა უკრაინის მთავრობის ცალკეული ნაწილი დგას, დანარჩენებმა კი არ იცოდნენ ამის შესახებ. გარდა ამისა, პენტაგონი ჩივის, რომ უკრაინა ყოველთვის არ უზიარებს შეერთებულ შტატებს რუსეთის წინააღმდეგ ომის გეგმებს. ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი თვლის, რომ უკრაინის ხელისუფლების მიზანი იყო არა დუგინას მოკვლა, არამედ მისი მამის, ალექსანდრე დუგინის, რომელიც "რასიზმის" და "პუტინის ტვინის" იდეოლოგად ითვლება. დამნაშავეები, რომლებმაც ქალბატონთან ერთად მანქანა ააფეთქეს, ფიქრობდნენ, რომ ის მანქანაში მამასთან ერთად იჯდებოდა. შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს, მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდა ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო კიევის მონაწილეობა დუგინას მკვლელობაში. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა ილია პონომარიოვმა განაცხადა, რომ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ეროვნულ-რესპუბლიკურმა არმიამ აიღო .
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)