14:22 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-04 18:22:55, 1456 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში კვლავ ადანაშაულებენ

სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროები ერთმანეთს კვლავ საზღვარზე ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ოქტომბერს, 21:30-დან აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ნაღმმტყორცნებითა და მაღალკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნეს სომხურ პოზიციებს. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ქმედებები მიიღეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ 3-4 ოქტომბერს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა კალიბრის ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის პოზიციებს. მათივე ცნობით, მიიღეს საპასუხო ზომებიც.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს.

სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში.

დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან.

მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სომხური მხრიდან 207, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 79 სამხედრო დაიღუპა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

ამასთან, 6 სექტემბერს, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანი ცეცხლის გასხსნასა და 1 სამხედროს მოკვლაში დაადანაშაულა, რაც ბაქოში უარყვეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics