|
2022-10-03 15:22:21, 1831 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - ნატო-ს მიმართ უკრაინის ორიენტაცია გახდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზეზი
სწორედ ნატო-ს მიმართ კიევის ორიენტაცია და მისი მომავალი გაწევრიანების დადასტურება გახდა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმი, დიმიტრი პესკოვი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უკრაინის NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის შესახებ განაცხადის გაკეთებას. პესკოვის თქმით, მოსკოვი უკრაინის გადაწყვეტილებასა და აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების რეაქციას ყურადღებით აკვირდება. "კრემლმა მოისმინა უკრაინის სურვილი, შეუერთდეს ნატო-ს დაჩქარებული წესით. ჩვენ ვაკვირდებით ზელენსკის განცხადებაზე ნატოს წევრების განსხვავებულ რეაქციას. გვახსოვს, რომ სწორედ უკრაინის ორიენტაცია ნატო-ს მიმართ და უკრაინის მომავალი გაწევრიანების დადასტურება გახდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის შესახებ განაცხადი 30 სექტემბერს გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)