|
2022-09-29 10:32:30, 1168 ნახვა
საზოგადოება
PSP „ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს
„PSP-ს ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ასე ეწოდება კონცეფციას, რომელსაც დღეიდან PSP ინტეგრირებული კამპანიის სახით სთავაზობს მომხმარებელს. PSP-ს მთავარი პრიორიტეტი 1994 წლიდან მომხმარებელზე ზუნვაა, რასაც წლების განმავლობაში არაერთი კამპანია მიუძღვნა. ამჯერად, ბრენდი საზღვრებს აფართოებს და ჯანმრთელობაზე ზრუნვის სივრცედ პოზიციონირდება. ზრუნვა კი, ყველაზე კარგად მაშინ გამოიხატება, როცა მას პრევენციული ხასიათი აქვს - ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის გამხსნელ კამპანიას ბრენდი სწორედ ამ მიგნებაზე აგებს. კამპანია იწყება ყოველკვირეული ვიდეო-რუბრიკით, რომელშიც ცნობილი ექიმები ისაუბრებენ ამინდისა და სხვა გარემო ფაქტორების გავლენაზე ჩვენს ჯანმრთელობაზე. რუბრიკის ფარგლებში, ექიმები კვირის კლიმატური პროგნოზისა და გარემო პირობების შესაბამის ჯანმრთელობაზე ზრუნვის რჩევებს გაუზიარებენ საზოგადოებას. მიმდინარე კვირის PSP-ს ჯანმრთელობის პროგნოზი უკვე შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://bit.ly/3ClbLut „კამპანია კიდევ უფრო მასშტაბურად გაგრძელდება PSP უნიკალური ფასდაკლების სისტემის დანერგვით. აფთიაქების ვიტრინებზე “ჭკვიანი” მონიტორები დამონტაჟდება, რომლებიც კლიმატისა და სხვა გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, რეალურ დროში შესაბამის ფასდაკლებებს აგენერირებს - მომხმარებელს კონკრეტულ მომენტში ყველაზე მეტად საჭირო ფასდაკლებებს შესთავაზებს. ასე მაგ. წვიმასა და სუსხში - გაციებისა საწინააღმდეგო და იმუნიტეტის ასამაღლებელ საშუალებებს, მზიან ამინდში - კანის დამცავ პროდუქტებზე და სხვ. აღნიშნული კამპანია ყველა ციფრულ პლატფორმაზე ინტეგრირებულია. შესაბამისად, მომხმარებელს საშაულება ექნება PSP-ს სოციალური ქსელების საშუალებით მომენტალურად შეიტყოს მიმდინარე აქტივობების, სასარგებლო რეკომენდაციებისა და საინტერესო შეთავაზებების შესახებ“ - აცხადებენ PSP-ში.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)