|
2022-09-28 12:03:15, 890 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 10 წლისაა!
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს გახსნიდან 10 წელი შეუსრულდა. 10 წლის წინ, კოპიტნარში მდებარე აეროპორტს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა ასაფრენი-დასაფრენი ზოლი, თვითმფრინავების სადგომები, აშენდა ახალი ტერმინალი და სანავიგაციო კოშკურა. გახსნიდან დღემდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილიონამდე მგზავრს და 15 ათასზე მეტ რეისს მოემსახურა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებსა და თანამშრომლებს 10 წლის იუბილეს ულოცავს და ამბობს, რომ აეროპორტის განვითარება მომდევნო წლებშიც უწყვეტად გაგრძელდება. ,,10 წლის წინ, საქართველოს შეემატა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც საშუალოდ წლიური 30 %-იანი ზრდით სიდიდით ქვეყნის მეორე აეროპორტია, ხოლო ევროპაში - დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი. ვამაყობთ და გვახარებს, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენი აეროპორტის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებმა პირდაპირი გზით შეძლეს ემოგზაურათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ევროპის ქვეყნებში ქვეყნის მთავარი საჰაერო კარიბჭის სახელი ღირსეულად დაიმკვიდრა. ეს ის აეროპორტია, საიდანაც საქართველოდან ევროპაში ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი სრულდება. მოგზაურობა ერთი ნაბიჯით იწყება. #იფრინექუთაისიდან ახლა უკვე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში და აღმოაჩინე ახალი თავგადასავლები,-განაცხადა თამარ არჩუაძემ. 2021 წლის 9 ივნისს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი, რომელიც 6 ჯერ გაიზარდა, განახლებული სახით ოფიციალურად გაიხსნა. ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამგზავრება შესაძლებელია ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 17 ქვეყნის 28 მიმართულებით. 2023 წელს, აეროპორტის მმართველი კომპანია შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) ქუთაისის აეროპორტში მილიონამდე მგზავრის მომსახურებას ვარაუდობს.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)